არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, სპეციალიზებულ კურსში მონაწილეობის მსურველ ადვოკატთა საყურადღებოდ!

13 ოქტომბერი 2017

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს ადვოკატთა შერჩევას
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე,
სპეციალიზებულ კურსში მონაწილეობის მისაღებად!

   

კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე.
სერტიფიცირება: სპეციალიზებული კურსი დასრულდება ტესტირებით და მხოლოდ წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემა სპეციალიზების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ტრენერებიკურსს გაუძღვებიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე,  ადვოკატთა სწავლებისთვის, სპეციალურად გადამზადებული ტრენერები და ფსიქოლოგები.
სასწავლო მოდულისპეციალიზებული კურსის სასწავლო მოდული მოიცავს, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური კომპონენტების, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მასალებს

   

(იხილეთ კურსის სახელმძღვანელო მასალის კრებული)

    

სპეციალიზებული კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებაზე სახელმძღვანელოდან ბარდება შემდეგი მასალა:

    

  1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
  2. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია;
  3. გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით (რიადის სახელმძღვანელო პრინციპები);
  4. გაერო-ს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (‘პეკინური წესები’);
  5. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ.

   

 

  1. სპეციალიზებულ კურსში მონაწილეობის პირობები

      

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

   

  • სამოტივაციო წერილი;
  • კაზუსის ვრცელი–დასაბუთებული განხილვა (იხილეთ კაზუსი)

 საბუთები (ქართულ ენაზე) უნდა გაიგზავნოს ელ. მისამართზე:

    

gbatrainingcenter@gmail.com 

   

სამოტივაციო წერილში მიუთითეთ სახელი, გვარი ადვოკატის სიითი ნომერი და რომელ ქალაქში გნებავთ კურსის გავლა:
თბილისი, თელავი, გურჯაანი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი

    

  საბუთების მიღება წარმოებს

    
 2017 წლის, 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

  

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 32) 2 987878 / 558563354 / 577762077/ 555070786 / 555010605 / 555007708

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი